თურქეთი საკონსტიტუციო რეფერენდუმისთვის ემზადება

 ევროპის ქვეყნებში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეები 27 მარტიდან 9 აპრილამდე მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმში. წინასწარი ხმის მიცემისათვის გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და დანიაში გაიხსნა შესაბამისი უბნები. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო რეფერენდუმი თურქეთში გაიმართება 2017 წლის 16 აპრილს. ამომრჩევლებმა ხმა უნდა მისცენ თურქეთის კონსტიტუციაში შემოთავაზებულ 18 ცვლილებას. ცვლილებები წარადგინა მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა, პრეზიდენტ ერდოღანმა. ცვლილებები მოიცავს ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. რეფერენდუმი, ასევე, მიზნად ისახავს საპარლამენტო მანდატთა რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სასამართლომ იაცენიუკი ჩეჩნეთის ომის გამო დაუსწრებლად დააპატიმრა
შემდეგი სტატიაუვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთის მიმართულებით შესრულდება