უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთის მიმართულებით შესრულდება

ევროკომისიის დადებითი დასკვნაუვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ პირველი ავიარეისი საქართველოდან პოლონეთის მიმართულებით შესრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით ფრენა 04:55 საათზეა დაგეგმილი.

ამასთან, შემდეგი რეისი ათენის მიმართულებით 05:15 საათზე განხორციელდება, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრებს.

რაც შეეხება მესამე პირდაპირ რეისს, თბილისი საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისი მიუნხენის მიმართულებით 05:35 საათზე შედგება.

რაც შეეხება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან დაგეგმილ ავიარეისებს, როგორც აეროპორტში საზოგადოებრივს განუცხადეს, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი 05:45 საათზე შესრულდება, ასევე, ქუთაისიდან სალონიკის მიმართულებით ფრენა 06:00 საათზეა დაგეგმილი.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლას 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშითურქეთი საკონსტიტუციო რეფერენდუმისთვის ემზადება
შემდეგი სტატიანიკა რურუა: „ადამიანს ბედნიერების მისეული სცენარით განცდის ბუნებრივი უფლება აქვს!“