თურქეთი რუსული С-400-ის ყიდვის გამო აშშ-ს სანქციებისთვის ემზადება

თურქეთი რუსული რაკეტსაწინააღმდეგო С-400-ის ყიდვის გამო აშშ-ს პოტენციური სანქციებისთვის ემზადება, რადგანაც ანკარა ყიდვას “დასრულებულ საქმედ” თვლის -ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა –
ინფორმაციას ადგილობრივი Daily Sabah-ი ავრცელებს.

აკარის თქმით, აშშ ისევ ცდილობს თურქეთმა უარი თქვას რუსული წარმოების სისტემების ყიდვაზე, მაგრამ თურქეთი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

“ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ეს დასრულებული საქმეა, მაგრამ ისინი აგრძელებენ: არც ერთი შეთანხმება არ არის დასრულებული საქმე” – განაცხადა აკარმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ თურქეთს ულტიმატუმი წაუყენა და ორი კვირა მისცა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის ყიდვისგან უარის სათქმელად. შტატები ანკარას ამერიკულ ანალოგ Patriot-ს სთავაზობს.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოყვა
შემდეგი სტატიაპრემიერს და ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტში ელოდებიან – დეპუტატები მწვავე დებატებისთვის ემზადებიან