თურქეთი მსოფლიოში ყველაზე მეტ თავშესაფრისმაძიებელს იღებს – გაერო

თურქეთი იმ ქვეყნების სიაში რჩება, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მეტი თავშესაფრისმაძიებელი მიიღო – 3,7 მილიონი ლტოლვილი, რაც მსოფლიოში თავშესაფრისმაძიებელთა რაოდენობის 15%-ია – გაეროს ლტოლვილთა საკითხების სააგენტომ გამოაქვეყნა.

თურქეთი ლტოლვილებს 2014 წლიდან სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის პერიოდში იღებდა. ევროკავშირმა ანკარასთან 6 მილიარდი ევროს ხელშეკრულება გააფორმა 2016 წელს. შეთანხმების მიზანი იყო საბერძნეთსა და ევროკავშირში ლტოლვილთა რაოდენობის შემცირება.

პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ომს, ძალადობას, ადამიანის უფლებების დარღვევებს გამოქცეულების რაოდენობამ მილიონომით პირი შეადგინა.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ლტოლვილი 1,2 მილიონი ადამიანი – გერმანიამ მიიღო.
ექსპერტების ინფორმაციით, ლტოლვილთა 38% ევროპაში გახდა სრულწლოვანი.
24-25 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ქვეყნის მეთაურები საემიგრაციო პოლიტიკასაც განიხილავენ

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: „ამნისტიის შესახებ“ კანონი უკიდურესად მავნებლურია
შემდეგი სტატიაბაიდენმა და ერდოღანმა რუსულ С-400-თან დაკავშირებით თანხმობას ვერ მიაღწიეს