რუსულმა კანონმა შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს – EBRD-ის პრეზიდენტი

რუსულმა კანონმა შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს – გაფრთხილება “ქართულმა ოცნებამ” ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) მიიღო.

Reuters -ის ცნობით, ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ განაცხადა და თქვა, რომ კანონის დაბრუნების გამო შექმნილმა დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მზაობაზე ზეგავლენა იქონიოს.

„გაგვიკვირდა მისი დაბრუნება და ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ დინამიკით, რაც ხდება,“ – თქვა მედიასთან EBRD-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ, გვინდა, ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ ახალი კანონპროექტით – შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრი
შემდეგი სტატიარას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები – ბოჭორიშვილი