ინალ არძინბა აფხაზეთის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში” დაკითხვაზე იმყოფება

ინალ არძინბა აფხაზეთის ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში” დაკითხვაზე იმყოფება – ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ პორტალებზე ვრცელდება.

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, უკვე ყოფილ საგარეო საქმეთა დე-ფაქტო მინისტრს ერთი კვირაა აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება აკრძალული აქვს. შესაბამის გადაწყვეტილებას ხელს ე.წ ,,პრეზიდენტი” ასლან ბჟანია აწერს. ბჟანიას გადაწყვეტილებითვე ინალ არძინბა თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა. ,,მინისტრის” მოვალეობას პირველი მოადგილე ირაკლი ტუჟბა ასრულებს.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ,,საგარეო საქმეთა მინისტრი” ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

banner
წინა სტატიაშიგამჭვირვალობის კანონპროექტს კომიტეტზე 13 მაისს განვიხილავთ – ოხანაშვილი
შემდეგი სტატია„არა რუსულ კანონს“, „კი – ევროპას“, „კი – გამჭვირვალობას“- ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ბანერებს ავრცელებენ