„არა რუსულ კანონს“, „კი – ევროპას“, „კი – გამჭვირვალობას“- ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ბანერებს ავრცელებენ

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება ბანერები წარწერით: „არა რუსულ კანონს“, „კი – ევროპას“, „კი – გამჭვირვალობას“.

„მოდი, ამაზე მყარად შევთანხმდეთ! არა რუსულ კანონს! კი – ევროპას! კი – გამჭვირვალობას!“, – წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

„კი – ქართულ კანონს! არა რუსულ კანონს! კი – ევროპას! კი – გამჭვირვალობას!“, – დაწერა სოციალურ ქსელში თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიინალ არძინბა აფხაზეთის “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში” დაკითხვაზე იმყოფება
შემდეგი სტატიაპუტინის მე-5 ინაუგურაცია