ბაიდენმა და ერდოღანმა რუსულ С-400-თან დაკავშირებით თანხმობას ვერ მიაღწიეს

აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა ნატოს სამიტზე შეხვედრის დროს რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის С-400-თან დაკავშირებით თანხმობას ვერ მიაღწიეს – ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა. “რაც შეეხება С-400-ს, მათ იმსჯელეს ამაზე. გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შეთანხმდნენ, რომ დიალოგს გააგრძელებენ” – თქვა სალივანმა.

ამავე დროს, თეთრი სახლის ხელმძღვანელის მრჩეველმა დაადასტურა, რომ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და მოკავშირეების ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას თურქეთი აიღებს.
“ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჰამიდ კარზას საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოებაში მთავარ როლს თურქეთი ითამაშებს” – აღნიშნა სალივანმა.

შეგახსნებებთ, რომ აშშ-მ თურქეთის თავდაცვის მთავარ სააგენტოს სანქციები დაუწესა რუსული С-400 სისტემების ყიდვის გამო.

banner
წინა სტატიაშითურქეთი მსოფლიოში ყველაზე მეტ თავშესაფრისმაძიებელს იღებს – გაერო
შემდეგი სტატიაპატარაია: დღეს კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით კბილები ჩაულეწა