პუტინის მე-5 ინაუგურაცია

მოსკოვში ინაუგურაციის ცერემონია რუსეთის დროით ზუსტად 12:00 საათზე დაიწყო. ვლადიმერ პუტინმა ფიცი უკვე მეხუთედ დადო, შესაბამისად, რუსეთში მისი 6 წლიანი მმართველობის ათვლა დაიწყო.

ფიცის დადების შემდეგ, რომელსაც ევროპის მხოლოდ რამდენიმე დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი ესწრებოდა, პუტინმა სპეციალური ოპერაციის მონაწილეებს და იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო სადარაჯოზე დგანან, მადლობა გადაუხადა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათ პარტნიორებთან ურთიერთობა უნდა გააგრძელონ, რათა მსოფლიო წესრიგი ფორმირდეს.

“ჩვენი ისტორიული მიწების მცხოვრებლებმა დაიბრუნეს უფლება, იყვნენ სამშობლოსთან ერთად. ქედს ვიხრი სპეციალური ოპერაციის მონაწილეების წინაშე. მადლობა ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მივმართავ რუსეთის თითოეულ მოქალაქეს, ხლა წარმოვთქვი პრეზიდენტის ფიცი, სადაც არის სახელმწიფო მეთაურის არსი, დაიცვას რუსეთი და ემსახუროს ხალხს. სწორედ ეს იყო ჩემი მუშაობის აზრი წინა წლებში. გარწმუნებთ, რომ ინტერესები და უსაფრთხოება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. მილიონობით ადამიანის კონსოლიდირეული ნება უზარმაზარი ძალაა. რუსეთის ბედს მხოლოდ ჩვენ გავსაზღვართ. მოქალაქეებმა დაადასტურეს რუსეთის კურსის სისწორე. დარწმუნებული ვარ, ამ გარდამტეხ პერიოდს ღირსეულად გავივლით,” – თქვა პუტინმა სიტყვით გამოსავლისას.

კრემლის ფიცის დადების და სიტყვით გამოსვლის შემდეგ პუტინი გარე ტერიტორიაზე გავიდა. ცერემონია მოსკოვში ახლაც გრძელდება.

ცნობილია, რომ ვლადიმერ პუტინი პირველ ვიზიტს ჩინეთში გეგმავს, სადაც შეხვედრებს რამდენიმე დღის განმავლობაში გამართავს.

banner
წინა სტატიაში„არა რუსულ კანონს“, „კი – ევროპას“, „კი – გამჭვირვალობას“- ხელისუფლების წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ბანერებს ავრცელებენ
შემდეგი სტატიაჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ, გვინდა, ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ ახალი კანონპროექტით – შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრი