თურნავა-აგვისტოს ბოლომდე, ეგეოსის ავიახაზები თბილისი-ათენის მინიმუმ ერთ რეისს შეასრულებს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, მთავრობამ ეგეოსის ავიახაზებთან მოლაპარაკება დაასრულა. მინისტრი ამბობს, რომ აგვისტოს ბოლომდე თბილისი-ათენის მიმართულებით “მინიმუმ ერთი ფრენა” შესრულდება. ნათია თურნავას თქმით, “ეს არის უს ოპტიმალური რაოდენობა და შესაძლებლობა, რაც დღეს აწყობს საბერძნეთსაც და აწყობს საქართველოსაც”.

ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, “დღესდღეობით არც საბერძნეთშია მარტივი ეპიდემიოლოგიური ვითარება, თვითონაც არიან შეწუხებულები და გარკვეულ ზომებს იღებენ”. ტაბულამ თურნავას შეახსენა, რომ საბერძნეთს ხუთჯერ და ათჯერ ნაკლები ინფიცირებული ჰყავს როგორც ყოველდღიურად, ისე ჯამურად, საფრანგეთთან და გერმანიასთან შედარებით, რომლებთანაც საზღვარი უპირობოდ გაიხსნა.

“ჩვენ საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები, ხედავთ, რომ ფრენები საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება, არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც შარშან იყო, მაგრამ როგორც შეეფერება იმ მთავარ ამოცანას, რომ ჩვენი ეპიდვითარება უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ. ამ ფონზე ჩვენ ფრთხილად ვუდგებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, მოლაპარაკებები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე წარმოებდა ეგეოსის ავიახაზებთან და მხოლოდ ახლა გავედით ბოლოში და დავასრულეთ გარკვეული მოლაპარაკება. შეგვიძლია, გითხრათ, რომ აგვისტოს ბოლომდე, როგორც მინიმუმ ერთი ფრენა ათენსა და თბილისს შორის შესრულდება, კონკრეტულ თარიღს გამოვაქვეყნებთ” – ამბობს თურნავა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია, მინდა მას თვალებში ჩავხედო