საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი, ახალი პროექტების დაფინასებას განაგრძობს. ბანკისა და შპს ჯეო სტილის თანამშრომლობის შედეგად ლილოსთან, სოფელ გამარჯვებაში, ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება.

პროექტი უპრეცენდენტოა, რადგან მსგავსი საწარმოს სხვა ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ბანკის დაფინანსების ფარგლებში კომპანია აკუმულატორების გადამუშავებით აწარმოებს ტყვიას. „შპს ჯეო სტილი“ წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიას პროექტის განხორციელების პროცესი პანდემიის პირობებში არ შეუწყვიტავს, რადგან ბანკმა მას შესაბამისი ფინანსური დახმარება COVID 19-ის პირობებშიც გაუწია.

„საქართველოს ბანკსა და „შპს ჯეო სტილს“ დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. ამჯერად კი ბანკისა და კომპანიის ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა უპრეცედენტო პროექტს. საქართველოში აქამდე არ არსებობდა ტყვიის გადამამუშავებელი ქარხანა. ამიერიდან კი საქართველოში წარმოებული პროდუქცია ექსპორტზეც გავა. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც განსხვავებული დარგების წახალისებას უწყობს ხელს. ბანკი მუდმივად მზადაა გვერდით დაუდგეს საინტერესო წამოწყებებს. ჩვენი და „შპს ჯეო სტილი“-ს თანამშრომლობაც სწორედ ამის დასტურია“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშითურნავა-სახელმწიფო ფრონტერას თანამშრომლებს ერთჯერადად 1 200 ლარის დახმარებას გაუწევს
შემდეგი სტატიათურნავა-აგვისტოს ბოლომდე, ეგეოსის ავიახაზები თბილისი-ათენის მინიმუმ ერთ რეისს შეასრულებს