„თუ მაინც მოხდა სააკაშვილის ძალადობრივი დაკავება, ეს იქნება ნამდვილად ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული”- ხატია დეკანოიძე

„თუ მაინც მოხდა სააკაშვილის ძალადობრივი დაკავება, იმ ქართველების მსგავსად, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, რაც არღვევდა ადამიანის უფლებათა კონვენციას და მისი გადმოცემა საქართველოში, ეს იქნება ახალი პოლიტიკური რეალობის დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება ნამდვილად დასასრული იმ ოლიგარქიული რეჟიმისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც არის და უკრაინაშიც,“- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ პოროშენკომ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

დეკანოიძის აზრით, უკრაინაში ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა და ამის გამო შესაძლოა, სააკაშვილის დაკავება გაბედონ, თუმცა ოპოზიციის წევრის თქმითვე, პოროშენკოს მთავრობა ოლიგარქიულია და მისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

„თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს არის უკრაინაში მე ვგულისხმობ ადამიანების დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ უნდობლობას, გამიჭირდებოდა, ვთქვა ის, რომ უკრაინის ხელისუფლებას ეყოფა გამბედაობა, დააკავოს მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინაში ხელისუფლება არ არის დემოკრატიული, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ოლიგარქიული თამაშის წესებით თამაშობს და სწორედ ამ თამაშის წესების გაგრძელება იყო უკრაინის პრეზიდენტის და ივანიშვილის მოლაპარაკება, რომელიც, სავარაუდოდ, კვირიკაშვილისა და გროისმანის მოლაპარაკებით გაგრძელდა, თუმცა ქართული მხარე უკრაინულ მხარეს დღემდე უმტკიცებდა, რომ არ სურთ მიხეილ სააკაშვილი იხილონ საქართველოს ტერიტორიაზე,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ პოლიტპატიმრის უკანონოდ დაკავების და ციხეში ძალადობის მორიგი ფაქტები გახსნა
შემდეგი სტატიააშშ-ის კონგრესმა რუსულ ტელეკომპანია RT-ს აკრედიტაცია გაუუქმა