აშშ-ის კონგრესმა რუსულ ტელეკომპანია RT-ს აკრედიტაცია გაუუქმა

რუსული ტელეკომპანია RT-ის ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში აკრედიტაცია გაუუქმეს. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ტელეკომპანიამ მიიღო. დოკუმენტი ძალაში ცოტა ხნის წინ შევიდა. წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსა და აგენტებს აკრედიტაციის უფლება არ აქვთ.

„კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ RT Network-ს აკრედიტაცია გაუუქმოს. ნებართვა არ გაიცემა ისეთ ორგანიზაციაზე, რომელიც დაქირავებულია რომელიმე უცხო ქვეყნის მტავრობის ან მისი წარმომადგენლის მიერ. კომპანია T&R Productions, LLC-ის უცხო ქვეყნის აგენტებად რეგისტრაციის შემდეგ, ამ მედიასაშუალების აკრედიტაციის გაგრძელება შეუძლებელია,“- ნათქვამია განცხადებაში.

2017 წლის 10 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში რუსული ტელეკომპანია RT უცხო ქვეყნის აგენტად დაარეგისტრირეს.

16 ნოემბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რადიო თავისუფლებასა“ და „ამერიკის ხმას“ შესაძლოა რუსეთში საქმიანობა შეუზღუდონ. ამის მიზეზი რუსეთის დუმის გადაწყვეტილება გახდა. სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უცხოური მედიასაშუალებები „უცხოეთის აგენტებად“ ცხადდებიან. შესაბამისი გაფრთხილება „რადიო თავისუფლებამ“, „ამერიკის ხმამ” და მათმა საერთო პროექტმა „ნასტაიაშეე ვრემიამ” მიიღო.

banner
წინა სტატიაში„თუ მაინც მოხდა სააკაშვილის ძალადობრივი დაკავება, ეს იქნება ნამდვილად ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული”- ხატია დეკანოიძე
შემდეგი სტატიაფოთში მაცივრების საწყობში კაცი გარდაიცვალა