თუ დავინახავთ, რომ არგუმენტები მყარია, შოთაძის გადადგომას მხარს დავუჭერთ-მარშანია

მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ევროპული საქართველო უმცირესობასთან კონსულტაციებს იწყებს. მათ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპულ საქართველოს უმრავლესობის მხარდაჭერაც სჭირდებათ.

,,ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას იზიარებენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ და აცხადებენ, რომ შოთაძესთან ერთად სხვა მაღალი თანამდებობის პირებისა და პრემიერის პასუხისმგებლობსი საკითხიც უნდა დადგეს, უმრავლესობაში კი ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებიან, თუმცა ევროპულ საქარტველოში ფიქრობენ, რომ მხარდაჭერას უმრავლესობის გარკვეული დეპუტატებისგანაც მოიპოვებენ.

რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, ადა მარშანიას განცხადებით, ისინი არგუმენტების მოსმენის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

.,,რა საფუძველი გვაქვს,რომ გადადგეს პროკურორი მაჩვენეთ საფუძველი , მოვისმენთ არგუმენტებს და თუ იქნება ამის აუცილებლობა და ჩვენ ამას დავინახავთ , რასაკვირველია დავუჭერთ მხარს.“- განაცხადა პატრიატთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ.

banner
წინა სტატიაშიშოთაძის გადადგომის მოთხოვნა – ,,ევროპულ საქართველოს”უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილის მხარდაჭერაც სჭირდება
შემდეგი სტატია“ვიცი, პირადი კადრებით ვინ მაშანტაჟებდა”- ინგა გრიგოლიას სკანდალური განცხადება