“ვიცი, პირადი კადრებით ვინ მაშანტაჟებდა”- ინგა გრიგოლიას სკანდალური განცხადება

ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში პირადი კადრებით შანტაჟის თემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მან იცის ვისი ინტერესით და დავალებითაც მიმდინარეობდა ეს პროცესები:
„ბევრი ინფორმატორი მყავს და ინფორმაციებიც მაქვს, ზეპირად ვიცი, ვინ იყო ამის გამკეთებელი, ვისი ინტერესით და ვისი დავალებითაც ხდებოდა ეს, რა ჯგუფი იდგა ამის უკან და ა.შ. უბრალოდ მტკიცებულებები არ მაქვს. დიდი ხანია გამოჟონა ინფორმაციამ, თუ როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი.

ახლა მტკიცებულებების გარეშე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ დადგება დრო და საზოგადოება აუცილებლად გაიგებს. ეს არ იყო ორი, სამი ადამიანის აკვიატება, ძალიან დიდ პროცესებთან გვქონდა საქმე. პოლიტიკოსებს ეხებოდა შანტაჟი, ასევე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას…

რამდენი რამე არ ვიცით კიდევ, ადამიანები პოლიტიკიდან საერთოდ გაქრნენ. სად წავიდნენ? თქვენ არ გაქვთ კითხვები? მართლა ყველამ ერთ დღეს გაიღვიძა და თქვა, პოლიტიკაში აღარ მინდაო? ვინ რითი დააშანტაჟეს კაცმა არ იცის.

ძალიან გულნატკენი ვარ, რომ პროკურატურასთან ჩემი თანამშრომლობა ფუჭი აღმოჩნდა. იმ უწყებიდან პასუხი ვერ მივიღე…“- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

წყარო: „სარკე“

banner
წინა სტატიაშითუ დავინახავთ, რომ არგუმენტები მყარია, შოთაძის გადადგომას მხარს დავუჭერთ-მარშანია
შემდეგი სტატიაე.წ. მოსმენების კანონი -,,ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი ვერსია წარმოადგინა