შოთაძის გადადგომის მოთხოვნა – ,,ევროპულ საქართველოს”უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილის მხარდაჭერაც სჭირდება

მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით ევროპული საქართველო უმცირესობასთან კონსულტაციებს იწყებს. მათ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპულ საქართველოს უმრავლესობის მხარდაჭერაც სჭირდებათ.

,,შესასწავლია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციას, როგორც თავად მამალაძის ბარგში ციანიდის აღმოჩენას ისე მისი საცხოვრებელი სახლიდან იარაღისა დ ავაზნების ამოღებას ასევე დასადგენია, რატომ სეჰყავდა ირაკლი შოთაძეს შეცდომაში საზოგადოება, როდესაც აცხადებდა, რომ თითქოსდა იგეგმებოდა მაღალის ასულიერო იერარქის მკვლელობა, ეს როგორც აღმოჩნდა იყო ტყულია, მაგრამ რაღაც იდგა ამის უკან.

ირაკლი შოთაძე თავად ვერ წარუძღვება ამ პროცესს, ვინაიდან იგი არის მხარე და არის დაინტერესებული პირი, ამიტომ ცვენ ვითხოვთ , მის თანამდებობიდან ჩამოშორებას ამიტომ ვითხოვთ დანიშნონ საგანგებო პროკურორი, რომელიც ობიექტურად გაუძღვება ამ საქმეს,“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

,,ევროპული საქარტველოს“ მოთხოვნას იზიარებენ ნაციონალურ მოძრაობაში და აცხადებენ, რომ შოთაძესთან ერთად სხვა მაღალი თანამდებობის პირებისა და პრემიერის პასუხისმგებლობსი საკითხიც უნდა დადგეს, უმრავლესობაში კი ოპოზიციის მოტხოვნას არ ეთანხმებიან, თუმცა ევროპულ საქარტველოში ფიქრობენ, რომ მხარდაჭერას უმრავლესობის გარკვეული დეპუტატებისგანაც მოიპოვებენ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი გიორგი მამალაძე შესაძლოა საპატრიარქოში მიიყვანონ
შემდეგი სტატიათუ დავინახავთ, რომ არგუმენტები მყარია, შოთაძის გადადგომას მხარს დავუჭერთ-მარშანია