თინა ხიდაშელი : ჩვენ მივიღეთ ტექნოკრატიული მთავრობა

ყოფილი რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი განახლებულ მინისტრთა კაბინეტს “ტექნოკრატიულს” უწოდებს და ამბობს, რომ დღევანდელ შემადგენლობას დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდება.

„მთავრობა ტექნოკრატიულია. არჩევნები დავასრულეთ, ამის მიუხედავად მაინც ვერ მივიღეთ პოლიტიკური შემადგენლობა მთავრობაში. ეს არ არის კარგი, რადგან მთავრობის წევრებს უწევთ სხვადსხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ტექნოკრატიულ მთავრობას ამისი განსაკუთრებული უნარები ამისი არა აქვთ. ამიტომ ვისურვებდი, რომ საქართველოში დადგეს ის დღე, როდესაც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, როგორც ევროპულ ქვეყნებშია, დაკომპლექტებული იქნება ადამიანებით, რომელთაც აქვთ პოლიტიკური ხედვა. რომლებიც არ იტყვიან იმას, რომ უიმე, მე ამაზე ვერაფერს გეტყვით, აი, ჯერ პრემიერს დაველოდები,“ – აცხადებს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე აშშ-ში ელჩობის საქმიანობას წლის ბოლომდე შეუდგება
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს, მთავრობის სათავეში სახელი “ნოდარი” არ მოსწონთ – სოსო ცისკარიშვილი