დავით ბაქრაძე აშშ-ში ელჩობის საქმიანობას წლის ბოლომდე შეუდგება

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, დავით ბაქრაძე, დეკემბერში თავის ახალ თანამდებობაზე ახალ საქმიანობას შეუდგება. როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობისათვის საჭირო პროცედურებს ის წლის ბოლომდე გაივლის.

„დეკემბრის შუა რიცხვებში ტექნიკურად მზად ვიქნებით, რომ უკვე გავემგზავრო აშშ-ში, რათა დავიწყოთ უკვე პირველ რიგში მომზადება, რომ რწმუნებათა სიგელები გადავცეთ პრეზიდენტს და შედგეს პირველი ოფიციალური შეხვედრები,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიკატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე, სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მომზადდა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი : ჩვენ მივიღეთ ტექნოკრატიული მთავრობა