როგორც ჩანს, მთავრობის სათავეში სახელი “ნოდარი” არ მოსწონთ – სოსო ცისკარიშვილი

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი სამთავრობო ცვლილებებს უმნიშვნელოდ მიიჩნევს და მასში ლოგიკას ვერ ხედავს. ცისკარიშვილს რჩება შთაბეჭდილება, რომ “მთავრობის სათავეში უბრალოდ სახელი “ნოდარი” არ მოსწონთ” და ეს ცვლილებებიც ამ პრინციპით განხორციელდა.

„ღიმილის მომგვრელი იყო, როგორი კომკავშირული ერთგულებით საუბრობდა მთავრობის თუ პარლამენტის წევრი, რომ, თურმე, ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის უფლება ჰქონდა მხოლოდ პრემიერმინისტრს. თუ მაინცდამაინც გვინდა, ვიპოვოთ შემადგენელი ასეთი გადანაცვლების, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სახელი “ნოდარი” არ მოწონთ მთავრობის სათავეში და ორი ბატონი ნოდარი აღარ იქნება მინისტრი,“ – განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი : ჩვენ მივიღეთ ტექნოკრატიული მთავრობა
შემდეგი სტატიავლადიმერ ჩაჩიბაია : ჩვენ გვინდა, საჰაერო სარდლობის კუთხით გავატაროთ რიგი რეფორმები