თეთრი სახლი: დალასის მოვლენების გამო ბარაკ ობამა ევროპული ტურნედან ადრე დაბრუნდება

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დალასში განვითარებული მოვლენების გამო ევროპულ ტურნეს ადრე შეწყვეტს – თეთრი სახლი ავრცელებს.
“პრეზიდენტმა დალასის მერის, მაიკლ როულინგსის მოწვევა მიიღო და დალასში მომავალი კვირის დასაწყისში ჩავა” – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა.
ობამა პოლონეთში, ნატოს სამიტზე იმყოფება. პრეზიდენტი დღეს მადრიდში ჩადის, კვირა ღამით კი ვაშინგტონში დაბრუნდება. ადრე დაგეგმილი იყო ობამას სევილიაში ჩასვლაც.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს დალასში განვითარებული მოვლენების გამო ქალაქი “ბიბისის” ცნობით, “ბრძოლის ველს დაემსგავსა”.
ქალაქში საპროტესტო აქციები პოლიციელის მიერ შავკანიანის მოკვლის გამო დაიწყო. გუშინ, ერთ-ერთმა შავკანიანმა პროტესტის ნიშნად შვიდი პოლიციელი მოკლა და ხუთი დაჭრა.
ქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: დასაველთ საქართველოში მასშტაბური სტიქიაა და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საკმაოდ მძიმედ შედეგები გვაქვს
შემდეგი სტატიაპოლიციელების მოკვლის მოწოდების გამო ამერიკელი დააპატიმრეს