პოლიციელების მოკვლის მოწოდების გამო ამერიკელი დააპატიმრეს

ვისკონტის შტატის ქალაქ რასინში დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც სოციალური ქსელებით შავკანიან მოსახლეობას პოლიციელებისა და მათი ოჯახების დახოცვისკენ მოუწოდა – WISN-ი ავრცელებს.
დაკავებული 43 წლის მამაკაცია და მას ბრალი ორი მძიმე მუხლით წაეყენა – კონკრეტულად რა მუხლებზეა საუბარი, არ ზუსტდება. პოლიციაში აღნიშნეს, რომ სამართალდამცველებმა გამოავლინეს პროფესიონალიზმი და მამაკაცი განყოფილებაში რაიმე სახის ინციდენტის გარეშე მიიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუჩებში ათასობით ამერიკელი გამოვიდა პროტესტის ნიშნად, რომელიც პოლიციელების მიერ ორი შავკანიანის მოკვლის გამო დაიწყო.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლი: დალასის მოვლენების გამო ბარაკ ობამა ევროპული ტურნედან ადრე დაბრუნდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ხელისუფლება ეცდება, სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები უმოკლეს დროში მოაგვაროს