თელავში სროლისას დაჭრილი პოლიციელი ქალბატონი საავადმყოფოში გარდაიცვალა

news
ავტ.: news დეკემბერი 30, 2015 21:21

თელავში სროლისას დაჭრილი პოლიციელი ქალბატონი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თელავში პოლიციის შენობასთან მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაჭრილი მეორე პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაშავებულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

თელავის პოლიციის ეზოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, შსს-ს კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული სანდრო მ. განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა სანდრო მ.-მ თავისივე ეზოს ღობიდან სამმართველოს ეზოში გასულ ინსპექტორს, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს სანადირო თოფიდან ესროლა და დაჭრა. ბრალდებულმა, ასევე, ერთი გასროლა განახორციელა დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისული პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის მისამართით. მიღებული ჭრილობის შედეგად, გელა ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

news
ავტ.: news დეკემბერი 30, 2015 21:21