,,ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია ახალი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო სამომავლო გეგმებზე საუბრობს. როგორც გადაცემა 2030-ის ეთერში ივანიშვილმა განაცხადა, ღარიბაშვილი უმაღლესი უმაღლესი თანამდებობიდან წავიდა და დაბალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობას არ მოუსურვებს.
ექსპრემიერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს აქვს იმის რესურსიც, რომ საკუთარი პოლიტიკური გუნდი ჩამოაყალიბოს.

„მას არაფერი გაუფუჭებია, რომ უფრო დაბალი თანამდებობა მიიღოს. ის არ აპირებს არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა მიიღოს. მან ჩემთან საუბარში თქვა, რომ დასვენება უნდა. ირაკლიმ არც შაბათი იცოდა, არც კვირა. იცით, რომ თავდაუზოგავად მუშაობდა. მას ექნება ბევრი წინადადებები. ჩემი კარი მუდამ ღია იქნება მისთვის და მუდამ შეუძლია მას გამოიყენოს ჩემი შესაძლებლობები. თავად უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. მას არჩევანი იქნება. ის წავიდა თავისი წარმატების ზენიტში. წასვლის აზრი მხოლოდ წასვლაშია, რომ მისცეს საშუალება სხვებსაც რომ მოსინჯონ ძალები. ირაკლის საკუთარ გუნდში დიდი ავტორიტეტი აქვს. თუ გუნდს დასჭირდება ის აუცილებლად დაუდგება გვერდით. თუ ირაკლი მოისურვებს, გუნდი მას სიახრულით დაიბრუნებს. თუ ირაკლის სურვილი გაუჩნდება, ის ისეთი რესუსრით წავიდა, რომ მას შეუძლია ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი. მის წასვლაში ყველაზე საინტერესო ეს არის სწორედ. შეხედეთ ჩვენს გაღარიბებულ ოპოზიციას. რომელი პოლიტიკოსი წავიდა გამარჯვებული. ირაკლი ღირსეული სათადარიგო მოთამაშე გაჩნდა საკუთარი გუნდისთვის და საერთოდ საქართველოს პოლიტიკაში გაჩნდა ფიგურა, რომელსაც შეუძლია ხელი აწიოს და ახალი გუნდი ჩამოაყალიბოს. ირალის საზოგადოებაში კარგი იმიჯი აქვს“, – ამბობს ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ირაკლის ნათესავებთან დაკავშირებით კითხვები იყო
შემდეგი სტატიათელავში სროლისას დაჭრილი პოლიციელი ქალბატონი საავადმყოფოში გარდაიცვალა