თელავის მუნიციპალიტეტში მგლებმა მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მგლებმა მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯეს. მეპატრონის, ვაჟა გოდერძიშვილის ინფორმაციით, 6 ხბო მინდორში ბალახობის დროს მტაცებლებმა დაგლიჯეს.

მისივე თქმით , ზარალი 3500 ლარს აჭარბებს და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. ვარდისუბანში მსგავსი შემთხვევა წელს პირველად დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივების თქმით, გასულ წლებში მტაცებლები შინაურ ცხოველებს საცხოვრებელ სახლებთან ესხმოდნენ და ანადგურებდნენ.

banner
წინა სტატიაშივარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წლის იუბილე აღინიშნება
შემდეგი სტატიაიმერეთში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისადმი“ მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს