ყველანაირი ნიღაბი ჩამოხსნილია, “ოცნება” ღიად პრორუსულ ხელისუფლებად ჩამოყალიბდა – ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი ხელემძღვანელი გიორგი ქადაგიძე შალვა პაპუაშვილის თავდასხმებს ევროპელ ლიდერებზე.
“ქართული ოცნების” ლიდერები ყოველდღე სულ უფრო და უფრო კარგავენ სახეს. ძალიან საწყენი და სამწუხაროა, სავალალოც, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს ტვიტებს და შემდეგ ევროპელი ლიდერები მას არაერთხელ სიცრუეში ადანაშაულებენ. რაც შეეხება მორიგ გამოცხადებას მტრად ჩვენი პარტნიორების, აქ უნდა განვმარტოთ რომ საუბარია ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, ჩვენს ყველაზე უფრო დიდ მეგობრებზე, საქართველოს ევროპული მისწრაფებების ყველაზე უფრო დიდ მხარდამჭერებზე, ყოველთვის ჩვენს გვერდზე არიან, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის ნაწილში, ადხმარების ნაწილშ. უბრალოდ ყველანაირი ნიღაბი ჩამოხსნილია, “ოცნება” ღიად პრორუსულ ხელისუფლებად ჩამოყალიბდა”, – აცხადებს გიორგი ქადაგიძე.