ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წლის იუბილე აღინიშნება

4 ნოემბერს, ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წლის იუბილე აღინიშნება. როგორც „თაიმერს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მწერლის მშობლიურ სოფელში სტუმრებს სხვადასხვა სახის ღონისძიებები ელოდებათ. მათი ინფორმაციით, ღონისძიებები 12:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელდება. სოფლის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყობა საჯარო სკოლების კუთხეები, ასევე გაიმართება მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს მუზეუმი, ხოლო პატარებს ატრაქციონები უფასოდ მოემსახურება.

ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის ორგანიზებით იმართება.

banner
წინა სტატიაშიირანი მზად არის რუსული თვითმფრინავები SSJ 100 იყიდოს
შემდეგი სტატიათელავის მუნიციპალიტეტში მგლებმა მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯეს