თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს

“ალბათ, დავგეგმავთ კანონში ცვლილებებს, რომ გავამკაცროთ მორიგჯერ ის რეჟიმი, რაც გვაქვს,“- ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბრიუსელში „კურიერთან“ გააკეთა. თეა წულუკიანის თქმით, უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც ასოცირების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს.

მინისტრებს თქმით, თუ ასოცირების საბჭოს სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმეზე ისაუბრებენ, ისინი შეხვედრის დასრულების შედეგ მედიასთან ამის შესახებ კომენტარს გააკეთებენ.

თეა წულუკიანის განცხადებით, საბჭოს სხდომაზე ძირითადი განსახილველი საკითხი უვიზო მიმოსვლა იქნება.

„ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. როგორც ჩვენ უკვე წინასწარ გვითხრეს, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი წამყვანი თემა, თუ როგორ არ უნდა დავკარგოთ ეს დიდი მიღწევა. ამაზე მეც მომიწევს საუბარი. ალბათ, დავგეგმავთ კანონში ცვლილებებს, რომ გავამკაცროთ მორიგჯერ ის რეჟიმი, რაც გვაქვს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“ქართულ ოცნებაში” არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კენჭს მთაწმინდაზე იყრის
შემდეგი სტატიაწელს საქართველოში წითელას გამო გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა