“ქართულ ოცნებაში” არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კენჭს მთაწმინდაზე იყრის

შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი, არც ერთი სიტყვა ირაკლის მაჟორიტარობაზე ნათქვამი არ არის – ამის შესახებ განცხადება, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებას ემსახურება.

ვრცელდება ინფორაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად ღარიბაშვილი კენჭს იყრის მთაწმინდის მაჟორიტარად, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, მათთვის ცნობილი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა, თუმცა სხვა თემაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი არ ყოფილა.

„რამდენიმე დღის წინ ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და საბოლოოდ ჩვენ ამაზე შევთანხმდით დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიშეცვლის თუ არა ღარიბაშვილი კობახიძეს პარლამენტში – შესაძლო საკადრო გადაადგილებები “ქართულ ოცნებაში”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს