თეა გოდოლაძე – ნამოხვანჰესი დაახლოებით 5-მაგნიტუდიან მიწისძვრაზეა გათვლილი, 7-იანზე ის დაინგრევა

“ნამოხვანჰესი დაახლოებით 5-მაგნიტუდიან მიწისძვრაზეა გათვლილი, 7-იანზე ის დაინგრევა”, – ამის შესახებ “დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალურია საფრთხეები და რა რისკების წინაშე დგას რეგიონი ჰესის აშენების შემთხვევაში, გოდოლაძე პასუხობს, რომ პროექტი ლოკალურ ბუნებრის რისკებზე გათვლილი არ არის და კომპანიას რაჭა-ლეჩხუმში არანაირი კვლევა არ ჩაუტარებია.

იმ საბუთებით, რა საბუთებითაც მათ [კომპანიამ] მიიღეს მშენებლობის ნებართვა, პროექტი გათვლილია 178-ჯერ ნაკლები სიმძლავრის მიწისძვრაზე. ანუ, შესაძლებელია მოხდეს 7 მაგნიტუდიანი მიწისძვრა, თუ ეს მოხდა, ის აუცილებლად დაინგრევა, იმიტომ რომ დაახლოებით 5-მაგნიტუდაზეა ის გათვლილი, – ამბობს თეა გოდოლაძე.

მისივე თქმით, მთელი ხეობა არის მოწყვლადი, კომპანიაში კი ამბობენ, რომ კვლევები ადგილის მიუდგომლობის გამო ვერ ჩაატარეს. თეა გოდოლაძე ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები ტყუიან: “თუ ჩვენ ვახერხებთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში მისვლას და კვლევების წარმოებას, რატომ ვერ მივიდა კომპანია – მარტივი მიზეზის გამო, თუ საფუძვლიანი კვლევა ჩატარდება ლოკალურად, ეს იქნება ძალიან დიდი და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ნათლად დაანახებს მოსახლეობასაც, სპეციალისტებსაც და დამფინანსებლებსაც, რომ ძალიან დიდი რისკებია ამ ხეობაში, ასეთი ტიპის მშენებლობა დიდ ზიანს მიაყენებს რეგიონს”.

banner
წინა სტატიაშიმორიგი დაპირისპირება რიონის ხეობაში-აქციის მონაწილეებს ჰესის მშენებლობის ადგილას არ უშვებენ
შემდეგი სტატია1-ლი მარტიდან შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი იწყება