მორიგი დაპირისპირება რიონის ხეობაში-აქციის მონაწილეებს ჰესის მშენებლობის ადგილას არ უშვებენ

მწვავე დაპირისპირება რიონის ხეობაში. ქუთაისში გამართული მასშტაბური აქციის შემდეგ, აქციიდან წასულებს, პოლიციამ პროტესტის ადგილას შესვლის უფლება აღარ მისცა, რასაც დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებმა დღეს ხელისუფლებას და თურქულ კომპანია “ენკას” 2 კვირიანი ვადა მისცეს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია უნდა დატოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისში აქციები ისევ გაიმართება და ქალაქის პიკეტირებაც დაანონსდა.

127-ე დღეს რიონის მცველების პროტესტს მესამე სექტორი, სასულიერო პირები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშიწინააღმდეგობის მიუხედავად, აქტივისტებმა რუსთაველზე უკვე მე-15 კარავი დადგეს
შემდეგი სტატიათეა გოდოლაძე – ნამოხვანჰესი დაახლოებით 5-მაგნიტუდიან მიწისძვრაზეა გათვლილი, 7-იანზე ის დაინგრევა