1-ლი მარტიდან შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი იწყება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი იწყება.

1-ლი მარტიდან:

გაიხსნება კერძო და საჯარო ბაღები – თანამშრომლების 20% ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ჩაიტარებენ;

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეეძლებათ;

მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.

ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეში შეძლებენ მუშაობას. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება;

იმ ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ 1-ელი მარტიდან დაემატება ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი შეზღუდვები შენარჩუნდება;

განახლდება კონფერენციები და ტრენინგები;

ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.

banner
წინა სტატიაშითეა გოდოლაძე – ნამოხვანჰესი დაახლოებით 5-მაგნიტუდიან მიწისძვრაზეა გათვლილი, 7-იანზე ის დაინგრევა
შემდეგი სტატიაევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი დაიწყო