The Telegraph: სკრიპალების თემაზე ლონდონმა ყველაფერი იცის

ასული წლის 2 მარტს ბრიტანეთის სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტის და მისი ქალიშვილის, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეზე ლონდონმა ყველაფერი დეტალურად იცის. მათ შორის, ის, რომ ბრიტანეთში ნერვულ-პარალიტიკური იარაღის გამოყენების ნებართვა “გრუს” აგენტებს თავად ვლადიმირ პუტინმა მისცა – 7 იანვარს The Daily Telegraph-ი სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა უთითებს, რომ რუსული სამხედრო დაზვერვის, ე.წ. გრუს აგენტურა ბრიტანეთში გამოვლენილ და ლიკვიდირებულ იქნა.

რუსული დაზვერვის ოპერაცია მათი უხეში შეცდომების წყალობით გაიხსნა, კერძოდ, კი იმიტომ, რომ რუსული სპეცსამსახური თავიანთ აგენტებს თანმიმდევრობითი ნომრით აძლევდა პასპორტებს – ბრიტანული გაზეთი წერს. ასევე, ლონდონის ხელისუფლება ახლა დარწმუნებულია, რომ ქვეყნიდან გაძევებული 23 რუსი დიპლომატი რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტები იყვნენ და რომ მათმა გაძევებამ ბრიტანეთში კრემლის ოპერაცია ჩააგდო.

2 მარტს სკრიპალებზე თავდასხმა “გრუს” აგენტებმა რუსლან ბოშიროვმა და ალექსანდრე პეტროვმა განახორციელეს, რომლებიც, ვლადიმირ პუტინისგან, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ოპერაციებისთვის, გმირის ორდენით არიან დაჯილდოვებული.

banner
წინა სტატიაშიგაბონში გადატრიალება ჩაიშალა. ამბოხებულები დააკავეს
შემდეგი სტატიაექიმის ცემაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია