ექიმის ცემაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1993 წელს დაბადებული რ.ნ ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს, – ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ნ.-მ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიThe Telegraph: სკრიპალების თემაზე ლონდონმა ყველაფერი იცის
შემდეგი სტატია,,ვიდრე ირაკლი კობახიძე ახლა იმ კაბინეტთან დგას და იცავს, მე გავაგრძელებ ღირებულებებისთვის ბრძოლას”