თბილისის „მეტროპოლიტენის“ მუშაობა აღდგენილია

დედაქალაქის „მეტროპოლიტენის“ ყველა მეტროსადგურზე მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.

ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

დღეს, 09:55 საათზე სადგურ „სამგორში“, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, პირველ ხაზზე მატარებლები ზონურად – „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ მოძრაობდნენ.

აღნიშნული შეფერხების გამო, მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. მეტროს სადგურებს – „ვარკეთილსა“ და „სამგორს“ შორის ავარიულად გაჩერებულ მატარებელში მყოფი მგზავრები გვირაბიდან ფეხით გამოიყვანეს.

ამ ეტაპზე, მეტროს ყველა სადგური მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება.

banner
წინა სტატიაში“2017 წლის ბიუჯეტი იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და არ გაუარესდეს”
შემდეგი სტატიალარის კურსის ცვლილებასთან ერთად მძიმდება ადამიანების ცხოვრება – ხოშტარია