“2017 წლის ბიუჯეტი იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და არ გაუარესდეს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და არ გაუარესდეს.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ოთხპუნქტიანი გეგმა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ყველაზე სწორი გზაა.

,,პრემიერის ოთხპუნქტიანი გეგმა არის ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ყველაზე სწორი გზა. ის ბიუჯეტი რომელიც არის შემოტანილი არის ამის წინაპირობა და ამ გეგმისკენ გადადგმული ნაბიჯი. მესმის, რომ არის საკმაოდ მტკივნეული მოცემულობა და მტკივნეული ნაბიჯებიც, რომელსაც ბიუჯეტიც მოიცავს და ის მოცემულობაც, რომელიც ლარის კურს უკავშირდება. თუმცა, ჩვენ ამ მოცემულობაში გვიწევს გადაწყვეტილების მიღება. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც არის აღმასრულებელი ხელისუფლების შემოთავაზებული, არის სწორი გათვლა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და არ გაუარესდეს,”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტი 2017 წლის ბიუჯეტს სავარაუდოდ, დღეს, პლენარულ სესიაზე დაამტკიცებს.

banner
წინა სტატიაში“2017 წელი გაღარიბების, ეკონომიკური უკუსვლის და შეუსრულებელი დაპირებების წელი იქნება”-ბაქრაძე
შემდეგი სტატიათბილისის „მეტროპოლიტენის“ მუშაობა აღდგენილია