ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად მძიმდება ადამიანების ცხოვრება – ხოშტარია

პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასმა საშუალოდ ორმოცდაათი თეთრით მოიმატა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად მძიმდება ადამიანების ცხოვრება, მთავრობა კი ამაზე თვალებს ხუჭავს.

“გუშინ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ ფასების ზრდა და ინფლაცია არ არის. მინდა საზოგადოებას და ხელისუფლებას ვაჩვენო ის მონაცემები თუ როგორ არის მომატებული ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. საშუალოდ მათმა ფასმა ორმოცდაათი თეთრით მოიმატა. ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად მძიმდება ადამიანების ცხოვრება. ამაზე მთავრობა ხუჭავს თვალებს და რაღაც ციფრებით გველაპარაკება, რომ თითქოს არაფერი ხდება. ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რეალური გეგმა, თუ როგორ უნდა უშველოს ლარს“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისის „მეტროპოლიტენის“ მუშაობა აღდგენილია
შემდეგი სტატიაფონდ “ივერიას”, პაატა ბურჭულაძის ნაცვლად, გიორგი თავაძე უხელმძღვანელებს