სად არის ის დაპირებები ან დაპირებების შესრულება? – ხაჯიშვილი

„რასაც 12 წლის განმავლობაში ვერ და არ ამბობდა ივანიშვილი და მისი პარტია, გუშინ გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩვენი მტრები არიან!“- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი აქცია არის მკვეთრი სიმპტომი იმისა, რომ შემოდგომაზე აუცილებლად, შეიცვლება ხელისუფლება.

“არჩევანი ასეთი ნათელი და ცხადი არასოდეს ყოფილა – ან ივანიშვილი და რუსეთი, ან თავისუფლება და ევროპა”- ამბობს დეპუტატი.

იმის მაგივრად, რომ ქართველ იანუკოვიჩს ხალხის პრობლემებზე ესაუბრა , იმ დაპირებებზე, რომლებიც 12 წლის წინ გასცა და რამდენიმეჯერ გადააგდო ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის ის სახლი, ვინც გუშინ ძალის ძალით ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე, მათ შორის ისინი, ვინც გულწრფელად შეუერთდა გუშინდელ აქციას – ყველა ეს ადამიანი ქართველმა იანუკოვიჩმა, ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გადააგდო და ჩვენ გვახსოვს არაერთი მისი დაპირება, რომ ჩვენი ქვეყანა აყვავდებოდა და ა.შ.

სად არის ის დაპირებები ან დაპირებების შესრულება?

დღეს ჩვენს მოსახლეობას უწევს ქვეყნიდან გაქცევა, იმის გამო, რომ აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია, 2023 წელს, მხოლოდ წინა წელს, 164 000 ჩვენი მოქალაქე წავიდა ქვეყნიდან , იმის გამო, რომ თავი ირჩინოს და ოჯახი არჩინოს და ეს ქართველი იანუკოვიჩი გამოდის და ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ომს უცხადებს.
იმას რასაც 12 წლის განმავლობაში ვერ ამბობდა და არ ამბობდა ივანიშვილი და მისი პარტია, გუშინ გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ჩვენი სხვა მეგობრები, ჩვენი მტრები არიან. ამის შემდეგ რაზე უნდა ისაუბროს ჩვენმა საზოგადოებამ?!
მე მინდა ზოგიერთ ჩემს კოლეგას ივანიშვილის პარტიიდან, რომელიც ადრე იყო წინა ხელისუფლებაში ვკითხო, დეჟა-ვუ ხომ არ გაქვთ ჩემო მეგობრებო? ზუსტად იგივე პროცესები მიდის ახლა, ზუსტად იგივე სიმპტომებია, რაც მაშინ იყო, როდესაც ხალხმა იგრძნო, რომ ცვლილებები დაიწყო. აუცილებლად შეიცვლება ხელისუფლება და გუშინდელი ეს აქცია არის მკვეთრი სიმპტომი იმისა, რომ აუცილებლად შემოდგომაზე შეიცვლება ხელისუფლება. არჩევანი ასეთი ნათელი და ცხადი არასოდეს ყოფილა – ან ივანიშვილი და რუსეთი, ან თავისუფლება და ევროპა!
დღეს თქვენ ისევ ნახავთ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც არის თავისუფალი, დემოკრატიული, ახალგაზრდები ხომ საერთოდ ფანტასტიკურები არიან და დღეს კიდევ ერთხელ ნახავთ მათ და კიდევ ერთხელ იტყვიან – არა რუსულ კანონს, არა რუსულ მთავრობას! და კი ევროპას!“-განაცხადა დავით ხაჯიშვილმა

banner
წინა სტატიაშიარჩევნების გამყალბებელი ISFED-ი აცხადებს, დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ პროცესებსო – მდინარაძე
შემდეგი სტატია“ოცნებას” განზრახული აქვს რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღება მომავალი 3 დღის განმავლობაში – “გირჩი მეტი თავისუფლება” და “დროა”