რუსეთის ყოფილმა მოწინააღმდეგემ უარი თქვა ევროკავშირზე – “რია ნოვოსტი”

“რია ნოვოსტი” სტატიას აქვეყნებს სათაურით – “ამას არავინ ელოდა. რუსეთის ყოფილმა მოწინააღმდეგემ უარი თქვა ევროკავშირზე”, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირში სულ უფრო ხშირად ისმის საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებისა და კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ განცხადებები.

კრემლის მედია ტრადიციულად ღარიბაშვილის განცხადებას იშველიებს, სადაც “ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირი ახლა საქართველოს მისაღებად მზად არაა. სტატიაში მოხვდა მისი მუქარაც, რომ “პატარა გადაცდომაზე, ყველა მკაცრად დაისჯება”.

სტატიაში მოხსენიებულია შალვა პაპუაშვილისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებიც, როგორ ამართლებენ ისინი რუსულ კანონს.

“თუმცა, ოპოზიცია დაჟინებით აცხადებს: უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებით საქართველო დაემშვიდობება ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას” – ნათქვამია სტატიაში, რომელიც “ოცნების” გუშინდელ რუსულ მარშამდეა გამოქვეყნებული.

banner
წინა სტატიაშირომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და მოღალატედ, ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს – ოხანაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე”
შემდეგი სტატიაჩხუბი და დაპირისპირება წალენჯიხის საკრებულოში (ვიდეო)