თბილისის ცენტრიდან გატაცებული პირი სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა

თბილისის ცენტრიდან გატაცებული პირი სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა. ინფორმაციას ამის შესახებ “კურიერი” ავრცელებს. ჯიბლაძეს გამტაცებლები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით კონკრეტულ თანხას სძალავდნენ. ჯიბლაძის განცხადებით, ის სახლიდან გამოსვლის დროს ოთხმა პირმა გაიტაცა, რომლებიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ. ჯიბლაძის თქმით, მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

ბიზნესმენი ყვება, რომ გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ის ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა მისივე თქმით, თავად ზურაბ წერეთელი ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. გია ჯიბლაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში სროლა იყო.
ჯიბლაძის გამტაცებლების დასაკავებლად შსს-მ სპეცოპარეცია ჩაატარა და ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ბიზნესმენს 150 ათას დოლარს სძალავდნენ და 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ

https://youtu.be/wsjWd2oSTA0

banner
წინა სტატიაშიბესო წერედიანის ემოციური პოსტი-ვეცდები უახლოეს პერიოდში დავტოვო ქვეყანა
შემდეგი სტატიაგიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს