ბესო წერედიანის ემოციური პოსტი-ვეცდები უახლოეს პერიოდში დავტოვო ქვეყანა

თეიმურაზ ხევისთავების ქვეყანა და ჯაყოზე ჩაბარებული მარგო,
ნაკაცარი,ნაინტელიგენტარი,ნაღირსებალი…
აბსურდის თეატრი მახინჯი კლოუნებით და უფრო მახინჯი მაყურებლით,
მე არც კლოუნად გამოვდექი და არც მაყურებლად…
დავიღალე, ყველაფერი მივეცი ამ ქვეყანას რისი მიცემაც შემეძლო,უხალოესი ადამიანების,მეგობრების,შვილების სიმშვიდის ჩათვლით,მეტი აღარაფერი დამრჩა…
ჩემისთანები არ სჭირდება ამ ქვეყანას,ამიტომ ვწყვეტ ყოველგვარ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აქტიურობას…
ვეცდები უახლოეს პერიოდში დავტოვო ქვეყანა რომ გადავარჩინო ის ნამსხვრევები მაინც რაც საკუთარი პირდი ცხოვრებისაგან დამრჩა და მინიმუმ ტვირთად არ ვაწვე იმ ადამიანებს რომლებმაც ასევე ყველაფერი დადეს სასწორზე ჩემს გამო და უკიდურესად დაზარალდნენ როგორც მორალურად ასევე ეკონომიკურად…
P.S. ეს მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციაა,არანაირი სენტიმენტები საჭირო არაა,მითუმეტეს ყველამ ყველაფერი იცით,თვალები გაქვთ რომ ხედავდეთ და ყურები რომ გესმოდეთ,ღმერთმა ქნას ჩემი უკიდურესი სკეპტიციზმი ამ ქვეყნის უახლოესი მომავლის მიმართ მცდარი აღმოჩნდეს და ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზები ახდეს,თუმცა მეგობრებმა იციან ამაში მაინც იშვიათად ვცდები.
წარმატებებს გისურვებთ…

ბესო წერედიანი

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ამ კლიპსა და მათ დაჭერას შორის არის კავშირი
შემდეგი სტატიათბილისის ცენტრიდან გატაცებული პირი სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა