„თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით დღეს ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტებით ივლის

დედაქალაქის მერია „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეცვლილ მარშრუტებზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით 07:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დრობით შეცვლილი მარშრუტებით ივლის.

კერძოდ, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩის ნაცვლად, სვლას გააგრძელებენ 300 არაგველის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით.

კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბოლო გაჩერება ამაღლების ქუჩაზე იქნება.

ვაკე-საბურთალოდან და სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები მელიქიშვილის ქუჩიდან ფილარმონასთან ჩაუხვევენ კოსტავას ქუჩაზე და გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით გავლენ ბარათაშვილის ქუჩაზე.

ხეთაგუროვისა და ჩიტაიას ქუჩებიდან სადგურისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს ჩიტაიას, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მეხანძრე-მაშველებს პოლონელმა კოლეგებმა სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადასცეს
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის რეგიონული ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით ფუნქციონირებს