სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის რეგიონული ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით ფუნქციონირებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიაში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ზუგდიდის რეგიონული ლაბორატორია სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტს ემსახურება და მათ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევების სერვისს სთავაზობს.

2013 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ინტენსიურად მუშაობს რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციასა და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე.

ზუგდიდის ლაბორატორიაში უკვე დაინერგა სურსათისა და წყლის როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ–ქიმიური კვლევები. 2016 წლის იანვარში, მააკრედიტებელმა ორგანომ – ANAB, ზუგდიდის ლაბორატორიას საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ირაკლი გულედანის განცხადებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის ლაბორატორიაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წელს შეტანილი ნიმუშების რაოდენობა დაახლოებით 15 %-ით გაიზარდა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ზუგდიდის ლაბორატორიას კვლევისათვის საჭირო აპარატურა და რეაქტივები გადასცა. ლაბორატორიაში შესაძლებელი გახდა თხილის ნაყოფის როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ქიმიურ მახასიათებლებზე კვლევა. დაინტერესებული პირებისათვის თხილის კვლევის ადგილობრივ დონეზე ჩატარების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თხილის თვითღირებულების შემცირებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

banner
წინა სტატიაში„თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით დღეს ცენტრალურ უბნებში ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტებით ივლის
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი : მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში დაელოდეთ ხმების დათვლის პროცესს