‘’თავისუფალი დემოკრატები’’ ახალციხეში დევნილებს შეხვდნენ

‘’თავისუფალი დემოკრატები’’ ახალციხეში ყოფნისას ყოფილ სკოლა ინტერნატში მცხოვრები დევნილების დასახლებაში იმყოფებოდნენ. ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერებმა ირაკლი ალასანიამ, ირაკლი ჩიქოვანმა, თამარ კეკენაძემ და თამაზ შიოშვილიმა დევნილების პრობლემები პირადად მოისმინეს. სასმელი წყლის არ ქონა, დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები, უმუშევრობა, მძიმე სოციალური პირობები ეს ის პრობლემებია რომელთა მოგვარებასაც ყოფილ სკოლა ინტერნატში მცხოვრები დევნილები იუმედოდ ითხოვენ. მათი ინფორმაციით შენობებში ბინების უმეტესობა დაკეტილია, მაგრამ იმ დევნილებს, რომლებიც უსახლკაროდ არიან და რეალურად ჭირდებათ დახმარება არ აძლევენ და ამ ბინების გასხვისებას აპირებენ. ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერებმა დევნილებს მათი პრობლემის მოგვარების ხედვა გააცნეს. ისაუბრეს სოციალური და ეკონომიკური სისტემის რეფორმის გზებზე

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ჩაშლილი სხდომის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა პირველი კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატია„ბატონი დოლის განცხადებამ, ძალიან დააზიანა პროცესი,“ – ზურაბ აბაშიძე ვიზალიბერალიზაციის შესახებ