პარლამენტში ჩაშლილი სხდომის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა პირველი კომენტარი გააკეთა

პარლამენტში ჩაშლილი სხდომის შემდეგ კომენტარი ჟურნალისტებთან სუს-ის ხელმძღვანელმა გააკეთა. როგორც ვახტანგ გომელაური აცხადებს, ის პარასკევს პარლამენტის სხდომას ვერ დაესწრება.

,,ჩამოვედი თბილისიდან იმისთვის, რომ გამეცა კითხვებზე პასუხები და წარმედგინა ჩემი ანგარიში პარლამენტის დეპუტატებისთვის. მე ყველა დეპუტატს პატივს ვცემ, იქნება ეს ოპოზიცია თუ პოზიცია და სწორედ ამიტომ ვარ აქ. პარასკევს მე ვერ ჩამოვალ.“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სუს-ის ანგარიშის მოსმენა პარასკევს მოხდება. სახელმწიფო უსაფრთხოების ანგრიშის წარდგენა გომელაურის გარეშე მოხდება.

banner
წინა სტატიაში“აუდიტორია 115” თსუ-ში დროებითი მმართველობის შემოღებას ითხოვს
შემდეგი სტატია‘’თავისუფალი დემოკრატები’’ ახალციხეში დევნილებს შეხვდნენ