„ბატონი დოლის განცხადებამ, ძალიან დააზიანა პროცესი,“ – ზურაბ აბაშიძე ვიზალიბერალიზაციის შესახებ

news
ავტ.: news მარტი 30, 2016 16:10

„ბატონი დოლის განცხადებამ, ძალიან დააზიანა პროცესი,“ – ზურაბ აბაშიძე ვიზალიბერალიზაციის შესახებ

მნიშვნელოვანი

  • „ბატონი დოლის განცხადებამ, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნაციონალურ მოძრაობასთან, ძალიან დააზიანა პროცესი,“ - თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჟოზეფ დოლის მეირ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

სხვა სტატიები

„ბატონი დოლის განცხადებამ, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნაციონალურ მოძრაობასთან, ძალიან დააზიანა პროცესი,“ – თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, ჟოზეფ დოლის მეირ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

აბაშიძის თქმით, ამ შინაარსის განცხადებები რუსულ ინტერესებს უკავშირდება.

„მე მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ამ ვითარებიდან გამოვიდეს და ერთიანობის ფორმატი დააფიქსიროს. ასეთი განცხადებები უკავშირდება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ ინტერესებს და იმ პოლიტიკური პარტიების ინტერესებს, რომლებიც ამაზე აგებენ თავიანთ კამპანიას, რომ ვიზების ლიბერალიზაცია არ მოხდება,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო 99 პროცენტიანი ალბათობით, ზაფხულიდან, საქართველოს მოსახლეობას ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ.

შეგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასრულებული არ არის და საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქართველოს გარკვეული გზა აქვს გასავლელი. მისი აზრით, მოსახლეობას არ უნდა მიეცეს ისეთი იმედი, რომელიც დროის გასვლის შემდეგ იმედგაცრუებით დასრულდება.

 

news
ავტ.: news მარტი 30, 2016 16:10