თამბაქო გაძვირდა

სიგარეტი გაძვირდა

სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციაზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა. ფასის მატება, თითქმის ყველა სახის სიგარეტს შეეხო. სავაჭრო ობიექტების ნაწილში აცხადებენ, რომ მათ ფასების მომატების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

რაც შეეხება მსხვილ სავაჭრო ობიექტებს, სიგარეტის შეძენა აქ კვლავ ძველი ფასით არის შესაძლებელი, თუმცა როგორც ამ ობიექტებში აცხადებენ, გამორიცხული არ არის მომავალი კვირიდან თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდოს.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიმართ მყისიერი და მტკიცე პოზიცია დააფიქსირა
შემდეგი სტატიაევროკომისარი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ასახელებს