სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიმართ მყისიერი და მტკიცე პოზიცია დააფიქსირა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა აცხადებს, რომ ამერიკის მყისიერი განცხადება რუსეთის ქმედებებზე საქართველოსთან მიმართებაში, უმნიშვნელოვანესია.

“ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მართლაც, პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემის დარეგულირების თვალსაზრისით და ეს აისახა არაერთ რეზოლუციასა და ოფიციალურ დოკუმენტში. ზოგადად, მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი ქმედებების და განცხადებების ფონზე ყოველთვის არის მყისიერი და მტკიცე პოზიცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა ქაცარავამ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის ფედერაციის მიერ სეპარატისტული რეგიონის დე-ფაქტო ლიდერებთან ე.წ შეთანხმების რატიფიცირებას გმობს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს, თავისი ჯარები ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს

banner
წინა სტატიაში,,გილოცავთ ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთ ისტორიულ წარმატებას”
შემდეგი სტატიათამბაქო გაძვირდა