ტერესა მეი Vogue-ში ტრამპზე საუბრობს როგორც ჯენტლმენზე

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ში მისი ვიზიტის დროს, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მოხდა, ტრამპი “იქცეოდა, როგორც ჯენტლმენი”.
“ჩვენს წინ დიდი დაღმართი იყო და მან თქვა, რომ ეს ცოტათი არაკომფორტული იქნებოდა ჩემთვის” – ჟურნალი Vogue-ს ამერიკულ გამოცემას მოუყვა მეიმ, რომლის თქმითაც, დაღმართში დაშვებისას ტრამპმა მას ხელკავი გაუკეთა.
შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ რა აზრის არის ტრამპზე, ტერესა მეიმ თქვა: “მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ საერთო ენა გამოვნახეთ”.შეკითხვაზე, თუ როგორი შეგრძნებაა მარგარეტ ტეტჩართან მუდმივი შედარება, მეიმ უპასუხა, რომ “შესაძლოა, მხოლოდ მარგარეტ ტეტჩერს შეეძლო ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. მე კი, ტერესა მეი ვარ და ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებ” – თქვა ბრიტანეთის პრემიერმა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიივანკა ტრამპს თეთრ სახლში თავისი კაბინეტი ექნება
შემდეგი სტატიაჟენევის მოლაპარაკებებში სირიელი ამბოხებულებიც მიიღებენ მონაწილეობას