ივანკა ტრამპს თეთრ სახლში თავისი კაბინეტი ექნება

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროს ქალიშვილს, ივანკა ტრამპს თეთრ სახლში საკუთარი სამუშაო კაბინეტი გამოუყვეს, ამასთანავე, პრეზიენტის 35 წლის შვილს ადმინისტრაციაში არანაირი თანამდებობა არ ექნება -წერს “ბიბისი”.
გამოცემა Politico ივანკა ტრამპის ადვოკატზე ჯეიმი გორელიკზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ტრამპის ქალიშვილს საიდუმლო სამსახურზე ექნება წვდომა და ის, ფაქტობრივად, პრეზიდენტის მრჩეველის როლს შეასრულებს, მისი მთავარი ამოცანა კი არის ის, რომ მამის “თვალები და ყურები” იყოს.
ივანკა ტრამპის ოფისი თეთრი სახლის უკანა ფრთაზე გამოყვეს, ოვალური კაბინეტის გვერდით. ის, უკვე, მამის ბევრ შეხვედრას ესწრება, მათ შორის, მონაწილეობდა კანადის პრემიერ-მინისტრთან და გემრმანიის კანცერთან ტრამპის შეხვედრებზე.
შეგახსენებთ, რომ ადრე დიდი რეზონანსი გამოიწვია ტრამის მიერ ივანკა ტრამპის მეუღლის, ჯარედ კუშნერის მთავარ მრჩევლად დანიშვნამ. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ კუშნერს დიპლომატიური გამოცდილება არა აქვს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციასა და “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიატერესა მეი Vogue-ში ტრამპზე საუბრობს როგორც ჯენტლმენზე