ტეხასში 3D პრინტერით იაფფასიან საცხოვრებელ სახლებს აგებენ

ყოველ ღამე მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი ადამიანი ათენებს ღია ცის ქვეშ. სახლების შენების ახალი 3D ტექნოლოგია იმის იმედს იძლევა, რომ მალე უსახლკაროების პრობლემის მოგვარება მინიმალურ დროსა და მინიმალურ ფასად გახდება შესაძლებელი.
აშშ-ში, ტეხასის შტატში, ტექნოლოგიების ფესტივალზე მსგავსი სახლების ნიმუშები გამოფინეს, რომელსაც ფირმა Icon-ი აწარმოებს საქმელმოქმედო ორგანიზაცია New Story-სთან ერთად, რომელიც უსახლკაროების პრობლემებზე მუშაობს.

სამმეტრიანი სახლის დასაბეჭდად, რომლის საერთო ფართობი 60 კვ/მეტრია, დაახლოებით 10 ათასი დოლარის ბეტონი გახდა საჭირო, თვითონ “მშენებლობის” პროცესი ორი კვირა გაგრძელდა.
კომპანია ვარაუდობს, რომ სამომავლოდ, სერიული წარმოებისას ხარჯების შემცირებაც გახდება შესაძლებელი.
მიმდინარე წელს პროექტი სალვადორში გაემგზავრება საცდელი სახლების ჩამოსასხმელად, თუკი ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, 2019 წლისათვის მთელი მიკრო რაიონის აშენება დაიგეგმება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიგუდაურში დაშავებულები საავადმყოფოში გადაყავთ
შემდეგი სტატია(video)ადამიანები საბაგიროდან ჩამოვარდნენ – გუდაურში მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეო